|
2021-10-03 13:48:27, 839 ნახვა
პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხერხებით, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს, სააკაშვილს უკრაინაში დავაბრუნებ
"მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება."- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის გამოიყენებს სხვადასხვა ხერხებს, რომლებსაც მისი ძალაუფლება აძლევს, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნდეს. "მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხებით, რომლებიც გამაჩნია, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. და ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე - ჩვენ ყველა ამით დავკავდებით", - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრიმა, ირაკლი ღარიბაშვილი გაავრცელა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)