|
2021-10-03 11:26:02, 723 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც
ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. „ვინაიდან 3 მეოთხედი დათვლილია, ბუნებრივია ეს მონაცემები არსებითად აღარ შეიცვლება. ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კერძოდ ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, როგორც მოგეხსენებათ 26 წევრი სჭირდება უმრავლესობას თბილისის საკრებულოში.გ უშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება.” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)