|
2021-10-01 16:15:31, 676 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა - „ტრუკაჩი“ „ტრუკებით“ უნდა დაამარცხო
ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა - „ტრუკაჩი“ „ტრუკებით“ უნდა დაამარცხო, - ამის შესახებ ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ექს-პრეზიდენტის, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ეხმაურება. „ოდისევსის დაბრუნებას ჟანრის კანონი მოითხოვს. ათენამ ოდისევსი დააბერა, რომ ვერ ეცნოთ - ანუ კობახიძის ენით რომ ვთქვათ deep fake გააკეთა. თავისთავად ცხადია, რომ ეს საკითხი რელიგიური რწმენის მსგავსია. ვისაც სჯერა სჯერა, ვისაც არა - არა. ასეთ დროს ფაქტს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან თავად ეს რწმენა ქმნის და გავლენას ახდენს ფაქტების მომდევნო თანმიმდევრობაზე. უფრო მარტივად. „ოცნება“ ვირთხის დღეშია. თუ უარყოფენ მიშას დაბრუნების ფაქტს და იღლიცინებენ, მათი ამომრჩეველიც იგივეს იზამს, შესაბამისად არ დაირაზმება. თუ იტყვიან რომ მართალია, მაშინ მათი ამომრჩეველი გახარიასკენ გადაიხრება, პრინციპით შენ თუ მიშასგან ვეღარ მიცავ, აგერ გახარია დამიცავს. ორივე შემთხვევაში ვაი და ვუია. ამასობაში ოპოზიციური ამომრჩეველი აღტკინებული და დარაზმულია. მე ეს საკუთარი თვალით ვნახე ამ წამს კარდაკარზე ფოთში ნაბადას უბანში. ასე რომ ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა. გაუკეთა, ის რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს - „ტრუკებს“. „ტრუკაჩი“ „ტრუკებით“ უნდა დაამარცხო. ხვალ არჩევნებია, უკვე საბოლოოდ რეფერენდუმი. ხვალ ოლიგარქია მარცხდება და ქვეყანა ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ახდა ნამდვილი „ქართული ოცნება“ - ბიძინა დამარცხდა არჩევნებამდე. ხვალ ხალხი ამას გააფორმებს. მე კი ფოთელებთან ერთად ფოთს მივხედავ. ჩემი გეგმები მხოლოდ ფოთს უკავშირდება“, - წერს უგულავა.
კუშნერი: რუსეთთან შემდეგ მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)