|
2021-10-01 12:15:58, 570 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის ონლაინ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო კომიტეტის მიზანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ხელი შეუწყოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გაუმჯობესებას. შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროექტ „სოფლის განვითარების გაუმჯობესება“ თანამშრომლობით ხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროპული ტიპის წარმმართველი ორგანოსა (Managing Authority) და გადამხდელი სააგენტოს (Paying Agency) ჩამოყალიბებას. „ინსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანია სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნისთვის. რეფორმის განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის მხრიდან აქტიური ჩართულობა. მადლობას ვუხდი ევროკავშირის და UNDP-ის ექსპერტებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარებისთვის“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. სამოქალაქო კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, ევროკავშირის სოფლის განვითარების საკითხებში ექსპერტმა მოსაზრებები წარადგინა მსგავსი კომიტეტების მუშაობის წესზე, პროცესში მონაწილე მხარეების როლსა და ევროპულ გამოცდილებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტატისტიკური კრებულები, რომლებიც მოიცავს როგორც უშუალოდ მემცენარეობის და მეცხოველეობის მიმართულებების, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის ამსახველ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღნიშნული პუბლიკაციები მნიშვნელოვანი დოკუმენტებია სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების საკითხებით დაინტერესებული საჯარო და სამოქალაქო პირებისთვის. სამოქალაქო კომიტეტის ონლაინ გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროების, სამოქალაქო კომიტეტის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები და ექსპერტი ევროკავშირის სოფლის განვითარების საკითხებში ესწრებოდნენ.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



