21:41 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 11:50:47, 496 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ბოჟამში გზის რეაბილიტაცია გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქისიშვილმა გამყოფი ხაზისპირა, მაღალმთიან  სოფელ ბოჟამში გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა. - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დავით ქისიშვილი მიმდინარე სამუშაოს შესახებ ესაუბრა გზის მშენებელ შპს „ენ-დი როუდი“-ს ხელმძღვანელებსა და დასაქმებულ მუშებს.

ასფალტის პირველი პირის დაგებამდე მომზადდა გზა,  მოეწყო რკინაბეტონის კიუვეტები. გათვალისწინებულია გზის გადამკვეთებსა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურების  და საგზაო სამოსის მოწყობა.

სოფელ ბოჟამთან მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია მაღალმთიანი    დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 225 655 ლარია.  ჩვენი მიზანი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მისასვლელი ყველა გზის მოწესრიგება - აღნიშნა დავით ქისიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics