|
2021-09-28 17:30:23, 377 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 9 წლისა!
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ცხრა წლისაა! ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ის 17 თანამშრომელი, რომლებიც ლოქდაუნის დროს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზისთვის მოხალისეებად მუშაობდნენ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ,,9 წლის წინ კოპიტნარში მდებარე აეროპორტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. მოეწყო ახალი ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თვითმფრინავების სადგომები და სრულიად ახალი ტერმინალი და ახალი სანავიგაციო კოშკურა. შესაბამისად, საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ევროპაში დღესდღეობით საკმაოდ სწრაფად მზარდი აეროპორტია. იმედი გვაქვს, რომ პანდემიის პირობებშიც შევძლებთ სწრაფად განვითარებას. ლოქ დაუნის დროს, ქუთაისის აეროპორტში მხოლოდ ტექნიკური ფრენები ხორციელდებოდა. ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა გადაყვანის სამსახურისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალური ოფისის თანამშრომლები მოხალისეებად იყვნენ ჩართულები სახელმწიფოს მიერ კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის ქოლ ცენტრში. მინდა მათ ამ მძიმე პერიოდში ქვეყნის სამსახურში დგომისთვის მადლობა გადავუხადო,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 3 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროპისა და აზიის 20 მიმართულებით სრულდება. მალე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეისები დაემატება: ბარსელონა – 31 ოქტომბრიდან; ვენა – 2 ნოემბრიდან; ბერლინი – 2 ნოემბრიდან; აბუ-დაბი – 16 დეკემბრიდან.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



