21:29 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 16:51:46, 511 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მეხუთე ტალღა

ბოლო პერიოდში ეპიდემიური სურათის სტაბილიზაცია შეინიშნება. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია.

"ბოლო პერიოდში ეპიდემიური სურათის სტაბილიზაცია შეინიშნება, შემთხვევების რაოდენობა რჩება მაინც 1500-დან 2000-მდე შუალედში, დღევანდელი მაჩვენებელი გარკვეულწილად მოიცავს შაბათ-კვირის დარჩენილ შემთხვევებს, რომელიც დღეს გამოვლინდა. 2000-მდე იყო ახალი შემთხვევების რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში, ასევე საყურადღებოა გარდაცვალების მაჩვენებელი და იმ პაციენტების მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებებში იტარებს მკურნალობას. ამ პერიდოში კლინიკებში რჩება 4360 პირი, აქედან  რეანიმაციაში - 286 და ინტენსიური მართვის თერაპიის განყოფილებაში - 1066 პირია და გარკვეულწილად ამ მიმართულებითაც შეინიშნება დადებითი ტენდენციები, ბუნებრივია ნაკლები ადამიანის მდგომარეობაა გართულებული.

განსაკუთრებით საყურადღებოა ვაქცინაციის პროცესი სექტემბერთან შედარებით ბოლო კვირის განმავლობაში ტემპი შემცირებულია 11-12 ათასი აცრა ტარდება ბოლო ერთი კვირაა. უპირატესად ეს არის მეორე დოზაზე. უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, რათა ამ ტალღის დარჩენილი ტემპი თავიდან ავიცილოთ და მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მეხუთე ტალღა." - აღნიშნა გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics