21:29 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 15:55:53, 515 ნახვა

საზოგადოება
შუახევის მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე, მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შუახევის მერობის კანდიდატი - ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაბა შუახევში, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. -ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს  მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.

"ძალიან გულთბილი, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მერობის კანდიდატმა აღნიშნა , რომ  მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს ყველა იმ რესურსის გამოყენება, რომელიც  შუახევის მუნიციპალიტეტს სწრაფი ტემპით განავითარებს. მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იქნას ტურისტული პოტენციალი, უნდა გაძლიერდეს  ყველა გლეხი და ფერმერი, მომავალ თაობას უნდა შევუქმნათ ღირსეული და კომფორტული გარემო.
მერობის კანდიდატმა ისაუბრა 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელოვბაზე და აღნიშნა, რომ მათი თანადგომა ხვალინდელი დღის უკეთესი საწინდარია.  მოსახლეობამ მერობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატება უსურვა  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე"-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics