|
2021-09-25 15:00:44, 726 ნახვა
საზოგადოება
„შეხვედრები ახლებურად“ – „ლიბერთის“ ახალი პროექტი საქართველოს რეგიონებისთვის
ლიბერთიმ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სოფლებსა და ქალაქებში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. „შეხვედრები ახლებურად" ასე ჰქვია ახალ პლატფორმას, რომლის საშუალებით, ლიბერთი, განსაკუთრებულ შეხვედრებს უწყობს უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს. პროექტი „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. „ვისთან შეხვედრას ისურვებდით?" - ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია. მათთან ერთად ყველა შეხვედრაში მონაწილეობს თეატრმცოდნე და ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც ლიბერთისთან ერთად, შეხვედრების მასპინძელია. ინტერაქციული შეხვედრები კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით ტარდება. პირველი შეხვედრა მესტიაში შედგა. უფროსი თაობის წარმომადგენლებს მათივე სურვილით მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. ლიბერთის ახალი პროექტის ფარგლებში სამეგრელოს სოფელ ხეთას მცხოვრებლებმა დუტა სხირტლაძესთან შეხვედრა ისურვეს, გურიის სოფელ ბახვში კი უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ლიბერთის დახმარებით, „გარდენია შევარდნაძის" მფლობელმა ზურა შევარდნაძემ უმასპინძლა. ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებურად" საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ლიბერთი ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ახლო მომავალში, არაერთი საინტერესო და საჭირო პროექტის განხორციელებას გეგმავს.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



