20:56 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 11:24:51, 342 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ხელაძემ კლუბი „რაშების" მოედანი დაათვალიერა, სადაც 2022 წელს სარაგბო ბაზა მოეწყობა

მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ რაგბის კლუბი „რაშების" მოედანი დაათვალიერა, სადაც მომავალ წელს სარაგბო ბაზა მოეწყობა. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე ესაუბრა.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატმა კლუბის პრეზიდენტს ერეკლე კამლაძეს ხუთწლიანი საქმიანობისა და რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „რაშებში" ამ ეტაპზე 300-მდე ბავშვი ვარჯიშობს.

„გამგებლობის პერიოდში აქტიურად ვეხმარებოდი ამ ადამიანებს, იმისათვის, რომ ბავშვებისთვის შესაძლებლობა მიეცათ, ნორმალურ პირობებში ევარჯიშათ. დღევანდელმა დღემ განსხვავებული მოცემულობა შექმნა. ჩვენი რაიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტის დაანონსება მოხდა. აქ გაკეთდება ძალიან კარგი სპორტული კომპლექსი და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი, ვინც აქ ვარჯიშობს, სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას წარმატებებს მოუტანს", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

რაგბის კლუბის სამწვრთნელო გუნდთან, აღსაზრდელებთან და მათ მშობლებთან  შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი და დავით კაჭარავა ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics