|
2021-09-23 12:15:40, 635 ნახვა
საზოგადოება
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების დასკვნით ეტაპზე გამართულ საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანის სასროლეთზე დაესწრნენ. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. 41-ე ბატალიონს მხარს 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ოცეულები და 44-ე საარტილერიო ბატალიონის III ბატარეა უჭერდა. წვრთნებში ჩართული იყო ასევე, სამედიცინო და საინჟინრო ასეულები. „ქარიშხალი 2021“-ის საჩვენებელ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უშუალოდ ჩაერთო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ტანკიდან, ტანკსაწინააღმდეგო იარაღიდან და ამერიკული M2A1 ტყვიამფრქვევიდან განახორციელა გასროლა. „ქარიშხალი 2021“ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით გაიმართა. წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე ხელმძღვანელობდა და მასში სარდლობის ყველა ქვედანაყოფი იყო ჩართული. სამხედრო წვრთნების მიზანი აღმოსავლეთის სარდლობის შტაბისა და დაქვემდებარებული შენაერთების შტაბების მიერ საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულება იყო. „ქარიშხალი 2021“ ნოემბერში დაგეგმილ უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2021“ ერთგვარ წინამოსამზადებელ ვარჯიშს წარმოადგენდა.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



