|
2021-09-23 11:28:54, 358 ნახვა
საზოგადოება
რევაზ სოხაძე ელდარისა და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა
სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ამჯერადაც ვარკეთილის მესამე მასივში, ელდარის ქუჩის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ვარკეთილის მასივში განხორციელდა. მოეწყო შიდა გზები, გადახურეს არაერთი კორპუსის სახურავი და გარემონტდა სადარბაზოები. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას კახი კალაძის გუნდის მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრის ფარგლებში, კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზეც იმსჯელა. საუბარი შეეხო ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლების თემას, რომელზეც კახი კალაძემ თავის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ეს პროცესი სწორედ ვარკეთილიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ელდარის ქუჩაზე, #109-ე სკოლის შენობაში მცხოვრებ 80-მდე ოჯახს, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდათ.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



