|
2021-09-21 17:54:56, 420 ნახვა
საზოგადოება
მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. ორდღიანი სწავლება, რომელიც თელავში გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ მოადგილეებთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორთან ერთად გახსნა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ისაუბრა. საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დეტალურად გააცნეს შემდეგი საკითხები: მედიის როლი საარჩევნო პროცესში; მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში; კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები; სიძულვილის ენასთან ბრძოლა საარჩევნო პროცესში და მედიის როლის მნიშვნელობა; მედიის და სხვა ჩართული მხარეების როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები; საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ა.შ. ტრენინგის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია და ჟურნალისტების კითხვებს ტრენერებთან ერთად ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს. ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა და მასში მედიის 17 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



