|
2021-09-20 18:41:03, 500 ნახვა
საზოგადოება
მალხაზ ბეგიაშვილი შშმ პირების მშობელთა კავშირს ეწვია
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ წნორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობელთა კავშირს ესტუმრა. მერობის კანდიდატი ბენეფიციარების და მშობლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირი 2018 წელს „კოალიცია მოძრაობა ცვლილებების ” ფარგლებში დაფუძნდა, რომელიც მუნიციპალიტეტში შემავალი ამ კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფის პრობლემებსა და ინტეგრაციაზე მუშაობს. აღნიშნული ორგანიზაცია ატარებს როგორც საინფორმაციო კამპანიებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ, ასევე, ტრენინგებს სკოლის მასწავლებლებისთვის და საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ამ ჯგუფთან მუშაობის კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით. „მუნიციპალიტეტი თანაბრად უნდა ზრუნავდეს ყველა მოქალაქეზე. რაც შეეხება ასეთ მოწყვლად ჯგუფებს, ჩვენი სამომავლო გეგმაა, მათი საჭირობებიდან გამომდინარე, მუნიციპალური სერვისები გახდეს უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი,“-აღნიშნა სიღნაღის მერობის კანდიდატმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



