17:17 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 17:39:37, 611 ნახვა

საზოგადოება
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში ექსპორტის ზრდა მოსალოდნელზე მეტად შენელდა და აშშ დოლარში წ/წ 14.7% შეადგინა. მიზეზების მხრივ, საბაზო ეფექტის გარდა, გასათვალისწინებელია მსოფლიოში გადადებული მოთხოვნის გარკვეული ნორმალიზება, თუმცა ასევე ექსპორტისათვის დამახასიათებელი ყოველთვიური მერყეობა. ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტის დინამიკა აგვისტოშიც წინა თვის მსგავსი იყო 2020 წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, რაც შიდა მოთხოვნის მზარდ დონეზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში დანაზოგების შემცირება შიდა მოთხოვნას დამატებით აძლიერებს და ლარზე პოზიტიური ზეგავლენა აქვს, ისევე როგორც გზავნილების მზარდ მაჩვენებლებს.

გასული კვირა ასევე საყურადღებო იყო სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მხრივ. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე შენარჩუნდა. მართალია ფასების ზრდა მაღალია, თუმცა თიბისი კაპიტალი იზიარებს მომდევნო წელს ინფლაციის შემცირების პროგნოზს იმის გათვალიწინებით, რომ ლარი და საერთაშორისო სასაქონლო ფასები სტაბილური იქნება. სხვა არგუმენტებთან ერთად, როგორც ჩანს ამავე მიმართულებით მიუთითებს მე-2 კვარტალის ხელფასების დინამიკაც. მართალია, მატება 15.5% იყო, თუმცა დანახარჯები სამუშაო ძალაზე პროდუქციის ერთეულში, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის მაღალი ზრდის გამო შემცირდა.

საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა მშპ-ის მე-2 კვარტალის უკვე კვარტალური შეფასება. უფრო ადრინდელი, ყოველთვიური შეფასებების მნიშვნელოვანი გადახედვა არ მომხდარა და ზრდამ კვლავ რეკორდულად მაღალი - 29.9% შეადგინა, რაც სხვა არგუმენტებთან ერთად, თიბისი კაპიტალს საშუალებას აძლევს 2021 წლისათვის 10%-ზე მეტი ზრდის მოლოდინი შეინარჩუნოს.

თიბისის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - Tbccapital.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics