|
2021-09-14 11:39:37, 532 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი არის წინსვლის, ქვეყნისა და ხალხის დამშვიდების, სტაბილურობის და განვითარების საწყისი
ჩვენ ერთად ძალიან ბევრი არჩევნები გამოვიარეთ და ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ; დასაბამი ჩვენი გამარჯვებისა არის 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, როცა პრაქტიკულად მთელი ერი გაერთიანდა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო და სწორედ მისი ლიდერობით, მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, 1-ლი ოქტომბერი არის საწყისი წინსვლის, ქვეყნისა და ხალხის დამშვიდების, სტაბილურობის და რაც მთავარია, განვითარების. „ჩვენ ძალიან ბევრი მიღწევა გვქონდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა და ბევრი პროექტი დაფინანსდა, მაგრამ კარგად გვესმის, რომ მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ არის ჩვენი ხალხის უმუშევრობა, სიღარიბე, ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ამ გამოწვევებს სჭირდება სტაბილურობა და სიმშვიდე, ამ გამოწვევებს სჭირდება კეთილსინდისიერი, წესიერი, უნარიანი ხალხი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას, მოემსახურებიან და არა - დაჩაგრავენ, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ჩვენ ჩვენი საქმით, ჩვენი ხელწერით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მართვაზე, მოქალაქეების კეთილდღეობის შექმნაზე. ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა არის სწორედ ჩვენი მთავარი ამოცანა. ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არის და იქნება მუდამ ჩვენი მთავარი იდეა და მიზანი, მაგრამ მანამ, ვიდრე ამ დიდი მიზნის განსახორციელებლად და მისაღწევად ჩვენ ყველანი ერთად დავირაზმებით, საჭიროა, ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე, უმუშევრობა და ის რეალური პრობლემები მოვუგვაროთ ჩვენს ძვირფას ხალხს, რაც ყოველდღიურად აწუხებთ", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)