|
2021-09-13 12:24:29, 440 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - საბოლოოდ, მივიღებთ ისეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორიც ჩვენს ქალაქს სჭირდება
მუნიციპალიტეტი საბოლოოდ, მიიღებს ისეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორიც დედაქალაქს და მასში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებაში ჩართულ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც აქვს ხედვა, მიზანი და ვიცით, როგორ უნდა მივიდეთ ამ მიზნამდე - რა უნდა გავაკეთოთ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აღნიშნულ პროცესში ჩართულია საქართველოში მცხოვრები საუკეთესო სპეციალისტები. მადლობა მინდა გადავუხადო მათ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რადგან ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ეს ქალაქი ყველასია. წარმატებული, გამოცდილი ადამიანების ჩართულობა ასეთი რეფორმების განხორციელებაში, ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომპანიები გვეხმარებიან, ვისაც ანალოგიური რეფორმები აქვს გატარებული ევროპის დიდ ქალაქებში. იქაც ანალოგიური პრობლემები არსებობდა 20-30 წლის წინ, რაც ჩვენ დღეს დედაქალაქში გვაქვს. ამიტომ, ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული. საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ ისეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორიც სჭირდება ჩვენს ქალაქს, სადაც ყველა ადამიანს - იქნება ეს ავტომობილით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით მოსიარულე, ველოსიპედით თუ ეკომეგობრული ტრანსპორტით მოსარგებლე, გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება", - აღნიშნა კახა კალაძემ. აქვე, მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისი გაიმარჯვებს. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი - თბილისი", - განაცხადა კახა კალაძემ.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



