19:44 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 12:08:51, 2367 ნახვა

საზოგადოება
ინტერნეტში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, მეუფე შიოს ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები აიტვირთა

ღამით ინტერნეტში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები აიტვირთა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ფაილებით დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსებისა და პატრიარქის თანაშემწეების ყოველდღიურ თვალთვალს ახორციელებდა.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ საპატარიარქოს წარმომადგენლებს საძინებლებში უთვალთვალებდნენ, აკონტროლებდნენ მათ საბანკო გადარიცხვებს.

ერთ-ერთი ფაილიდან ირკვევა, რომ მღვდელმთავარს ჰყავდა საყვარელი, სასულიერო პირი მას უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics