|
2021-09-11 21:28:44, 482 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტ პარკი გახსნა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტ პარკი გახსნა. - ინფრომაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივ ცნობით, დედაქალაქის მერის თქმით, მსგავსი სივრცეების მოწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ე.წ. კიკვიძის პარკში სკეიტ პარკი გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს ტერიტორია ყოველთვის სავსეა ხალხით. ყველა ასაკის ადამიანი დადის აქ და ისვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ სკეიტ პარკს ახალგაზრდები აუცილებლად გამოიყენებენ. ზოგადად, სკეიტ პარკები მზიურის პარკსა და დედაენის ბაღში უკვე გავაკეთეთ და ამით ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ზუსტად ასეთი პროექტები გვჭირდება, რომ სკვერები, პარკები სავსე იყოს ადამიანებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სკეიტ პარკების, საკალათბურო და საფეხბურთო მოედნების მოწყობა და ა.შ.“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. „სკეიტ პარკი 508 კვ.მ-ზე, სპორტული ცენტრების და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოეწყო. პროგრამის მიზანია, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში, ყველა რაიონში სპორტული ცენტრების მშენებლობა და ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე. სკეიტ პარკის მშენებლობა 2021 წლის მარტში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 450 164 ლარს შეადგენს. ადგილზე კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდნენ მერიის კულტურის, განთლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები. „-ნათქვამია განცხადებაში.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



