19:22 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 14:37:28, 352 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟურნალში „დეკანტერი" ქართული ღვინის სარეკლამო სტატია დაიბეჭდა

მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ღვინის ჟურნალ „დეკანტერის" ოქტომბრის ნომერში, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „თიბისი" ბანკის ერთობლივი მხარდაჭერით, საქართველოს, ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების შესახებ დაიბეჭდა  სტატია სათაურით: „ტრადიცია ხვდება ინოვაციას. ქართული ღვინის აღმოჩენა".

სტატიაში საუბარია ქართული ღვინის კულტურის 8 ათასწლიან ისტორიაზე, საქართველოს ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, „იუნესკოს" მიერ  ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის აღიარებაზე და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტებზე.

სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოები: „ასკანელი ძმების" მუზა  „თბილღვინოს" ქვევრის რქაწითელი, „ბადაგონის" ალავერდის ტრადიციები, „ქართველის" საფერავი ქვევრი,  „შატო მუხრანის" ქვევრის საფერავი 2017, „მარნისკარის" შატო ნეკრესი- სანავარდო და „კორპორაცია ქართული ღვინოს" აკიდო - წინანდალი.

"დეკანტერი" არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის ჟურნალი, რომელიც 100-მდე ქვეყანაში იყიდება.  „დეკანტერის" ექსპერტები ყოველწლიურად რეკომენდაციას უწევენ ათასობით  ღვინოს, მას  კითხულობენ ღვინის პროფესიონალები, მოყვარულები, კოლექციონერები და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics