|
2021-09-10 12:58:03, 406 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავამ ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამინისტროს თითოეული თანამშრომლის სახელით, საქართველოს ეკონომისტებს მათ პროფესიულ დღეს მიულოცა. „საქართველოში, ტრადიციულად, სექტემბრის მეორე პარასკევს ეკონომისტის დღეს აღვნიშნავთ, რაც უკავშირდება 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის" პირველი ნომრის გამოსვლას. სიმბოლურია, რომ წელს ეს თარიღი ენერგეტიკოსის დღეს დაემთხვა. ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის გამართული მუშაობის გარეშეც საუბარი ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე წარმოუდგენელია. ამიტომ, ნება მიბოძეთ პროფესიული დღე მივულოცო საქართველოს ყველა ეკონომისტს და ასევე ყველა ენერგეტიკოსს, რადგან ისინი ერთად ქმნიან ახალ ძლიერ თანამედროვე საქართველოს," - განაცხადა მინისტრმა. „დღეს საქართველოს ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყანა ნელნელა გამოდის კოვიდ-პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისული ვითარებიდან. პოზიტიური ტენდენციები სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ უკვე მომდევნო წლებში ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული დარგების სრულად აღდგენა - განვითარებას. ამავე დროს, პანდემიამ დაგვანახა, რომ აუცილებელია უფრო მდგრადი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული გარე რყევებზე და უფრო მეტად იქნება მიმართული ინკლუზიური განვითარებისკენ, სიღარიბის შემცირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისაკენ, ბიზნესის მხარდაჭერისა და ექსპორტის გეოგრაფიული არეალის გაფართოებისკენ და ა.შ. ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ცოდნის მიმართვა ერთი მიზნისკენ, როგორ გავხადოთ ჩვენი სამშობლო, მისი ეკონომიკა უფრო ძლიერი და განვითარებაზე ორიენტირებული," - აღნიშნულია მილოცვაში.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



