04:20 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 16:01:25, 535 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტით „მობილური იუსტიციის სახლი" პირველმა 91 წლის მერიემ დავითაძემ ისარგებლა

პირველი ვინც, იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტით „მობილური იუსტიციის სახლი" ისარგებლა სოფელ ჭახათის მცხოვრები 91 წლის მერიემ დავითაძე იყო. დავითაძეების ოჯახის უხუცეს წევრს,  რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა,  იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ  ID ბარათი პირადად გადასცა.-ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსასმახური ავრცელებს.

მათი თქმით, იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი" დღეს  საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აჭარის მაღალმთიან სოფელ ჭახათში ადგილობრივებს „მობილური იუსტიციის სახლით" თავად მიაკითხა და  სოფლის მცხოვრებლებს საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.

"აჭარის შემდეგ „ მობილური იუსტიციის სახლი" დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს,  შიდა ქართლისა და კახეთის იმ სოფლებშიც ჩავიდა, რომლებიც ცეტრიდან დაშორებით მდებარეობს. საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე 5  ,, მობილური იუსტიციის სახლი" 6 რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის.  საბოლოოდ კი , პროექტი საქართველოს  ყველა იმ სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics