07:17 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-07 10:52:10, 409 ნახვა

საზოგადოება
სერგო ხიდეშლი - ვპირდები ონის მუნიციპალიტეტის თითოეულ მკვიდრს, ჩემს ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას არასდროს დავიშურებ მათთვის

ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა  სერგო ხიდეშელმა  პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიულ კოორდინატორებთან ერთად,  შეხვედრა გამართა შქმერისა და კვაშხიეთის თემების სოფლების, შქმერის, უშოლთას, ხარისთვალის, ბოყვასა და კვაშხიეთის მოსახლეობასთან.

ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო  საარჩევნო პროგრამიდან სოფლის გაძლიერების საკუთარი ხედვა და სამოქმედო გეგმები, მოისმინა სოფელში არსებული პრობლემები და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დასახა მათი მოგვარების გზები.

სასიხარულოა, რომ სოფელ კვაშხიეთში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპზეა, რომელის  დროულად აღდგენას სერგო ხედეშელი მოსახლეობას წინა შეხვედრაზე დაპირდა.

შუა შქმერში შეხვედრის დროს მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლების მოგვარება და სოფელში გრაფიკით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვა.

"ვპირდები ონის მუნიციპალიტეტის თითოეულ მკვიდრს, ჩემს ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას არასდროს დავიშურებ მათთვის და ახალი ენერგიით და შემართებით შევუდგები ონის მუნიციპალიტეტის განვითარებას და თითოეულ სოფელში, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების ეტაპობრივ მოგვარებას!"- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშელმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics