|
2021-09-03 12:48:29, 519 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - 170-ზე მეტი სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ, ვაშენებთ გზებს, ხიდებს, მიმდინარეობს გაზიფიცირების და წყალმომარაგების პროექტები
მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ყველა რეგიონს; შესწავლილი გვაქვს თითოეული რეგიონის პოტენციალი, რესურსები, იქნება ეს წიაღისეული, ტურისტული თუ სხვა პოტენციალი და ამ ყველაფრის მაქსიმალური გამოყენება უნდა მოვახერხოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით. „მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს გადანაწილდება, ბუნებრივია, ქვეყნის მასშტაბით, 1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ და 300-ზე მეტი მიმართულებაა განსაზღვრული, რომ წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება და გახდეს ქვეყანა თვითკმარი და თვითუზრუნველყოფილი, იქნება ეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თუ ნებისმიერი სხვა პროდუქცია, რომლის წარმოება ჩვენ შეგვიძლია. ეს არ არის რაღაც დიდი სირთულე და არ წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულება არის ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, რომელიც გამოწვევაა დღეს ქვეყანაში. განათლების მიმართულებით, 170-ზე მეტი სკოლა ავაშენეთ ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ თანამედროვე, ევროპული სტანდარტის მიხედვით, ვაშენებთ გზებს, ხიდებს, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზიფიცირების მიმართულებით, წყლის პროექტები, რომელიც იყო და არის გამოწვევა ჯერ კიდევ ქვეყანაში. 2025 წლისთვის ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი, ხარისხიანი წყალი. ბატონი ირაკლი ქარსელაძე, რომელიც გვესწრება, ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გზების მიმართულებით, მხოლოდ 17 მილიარდი დაიხარჯება მთელი ქვეყნის მასშტაბით გზების საბოლოოდ მოსაწესრიგებლად. ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, არაერთხელ მითქვამს გამოსვლებში, ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზა დავაგეთ, რეაბილიტირდა, ჩაუტარდა სამუშაოები 10 ათას კილომეტრ გზას, შიდა გზები იქნება ეს საქალაქთაშორისო თუ სხვა, რაც შეეხება მაგისტრალურ გზებს. 150 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვინახულეთ რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები რაც ძალიან დააჩქარებს გადაადგილებას და გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილებას. თბილისიდან ბათუმში ჩავალთ 3 საათში, ეს მართლაც ისტორიული, გრანდიოზული, საუკუნის პროექტია. 90-ზე მეტი ხიდი შენდება, 50-ზე მეტი გვირაბი და ასე შემდეგ", - განაცხადა პრემიერმა.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



