|
2021-09-01 20:50:02, 1067 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატი – ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატი – ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. -ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, მერობის კანდიდატი სოფელ არგვეთისა და ქვედა საქარის მოსახლეობას შეხვდა და განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მე და ჩემი გუნდი პრიორიტეტების მიხედვით ვიმუშავებთ და პროექტები მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდება-ამის შესახებ ვასილ გველესიანმა განაცხადა „წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ამჯერად, სოფელ არგვეთისა და ქვედა საქარის მოსახლეობას ვესტუმრე. მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობა სწორად და ადეკვატურად აფასებს ჩვენი გუნდის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები : სოფელი არგვეთა • გაფრინდაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია • სანიაღვრე არხების მოწყობა • არგვეთის ცენტრში გარე განათებების დამონტაჟება • სკოლის მშენებლობა სოფელი ქვედა საქარა • ბარბაქაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია • ქათამაძეების უბანში გარე განათებების მოწყობა • სოფელ ქვედა საქარის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მე და ჩემი გუნდი პრიორიტეტების მიხედვით ვიმუშავებთ და პროექტები მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდება“- განაცხადა ვასილ გველესიანმა."-ნათქვამია განცხადებაში.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



