13:01 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 13:45:18, 359 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარსელაძე- რიკოთის საერთაშორისო გზის მშენებლობაში დასაქმებულთა 70%-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეა

აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის ხარაგაულის გზის მონაკვეთი  ცნობადი გახდება საერთაშორისო მასშტაბით და  სწორედ ხარაგაულის მკვიდრია რიკოთის პროექტის განხორციელებაში ჩართული 70%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხარაგაულის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პროექტში მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობა მიმდინარე სამუშაოში  მუდმივად  მონაწილეობს, იღებს ახალ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების 10 წლიანი გეგმის განხორციელების პროცესისთვის მნიშვნელოვანია.

„აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალი არ არის მხოლოდ გზა, ეს არის ის შესაძლებლობა, პასუხი იმ ყოველდღიურ საჭიროებებზე, რომლის ფარგლებშიც აშენდა ახალი იუსტიციის სახლია, ბაღი, შენდება შესაბამისი მოედნები, ისტორიულად ჩამოყალიბებული მდებარეობები,  სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია  თავიანთი ნაწარმის რეალიზაცია უკვე სულ სხვა პირობებში. ეს არის 7000 კვ.მ. ტერიტორია, სადაც დაცული იქნება საგზაო უსაფრთხოება და ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისათვის, რომ  ადამიანებმა ყოველდღიური  ბიზნესი განავითარონ"-,განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს დასრულდება  ხარაგაულის მიმართულებით გზის  25 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა,   წყალმომარაგების  მიმდინარე პროექტის განხორციელების შედეგად  კი, 2022 წელს,  უკვე  ხარაგაულის  ყველა მცხოვრებს  წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics