17:54 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 15:13:25, 562 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია- კლინიკებს ვთხოვეთ, რომ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები გამოიყენონ, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს

 ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები გამოიყენონ, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჟანგბადის იმპორტი სხვა ქვეყნებიდან მიმდინარეობს, ლოჯისტიკური პროცესი კი ძალიან რთულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა უწყება მაღალი დატვირთვით მუშაობს, ჯერჯერობით კლინიკებს ჟანგბადის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები გამოიყენონ, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს, ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა და პაციენტი მას ვერ იყენებდა. იმისათვის, რომ მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად ვუკავშირდებით კლინიკებს“, - განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics