17:54 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 13:21:57, 480 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 150 ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს

ახალგაზრდები ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრებების შედეგად შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს, რთველის აღრიცხვის პროგრამის ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.

დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს, ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს. ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდების  ანაზღაურება, თვეში,  900 ლარამდე იქნება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics