|
2021-07-24 22:48:29, 1186 ნახვა
რეგიონი
საზღვაო სექტორის წარმომადგენლები ვაქცინაციაში ჩაერთნენ .
საზღვაო სექტორში დასაქმებული 100 ადამიანი ვაქცინა „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აიცრა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმღვანელი, თამარ იოსელიანი ესწრებოდნენ. "აჭარაში ვაქცინაციის პროცესი დღითიდღე ინტენსიური ხდება. იმუნიზაციაში ორგანიზებული ჯგუფები ჩაერთნენ, დღეს აცრა საზღვაო სექტორში დასაქმებულ 70-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. პროცესი გრძელდება და მომდევნო დღეებშიც ჩატარდება მსგავი ორგანიზებული ვაქცინაცია. უკვე აიცრნენ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები, პედაგოგები, დიდი დაწესებულება, როგორიცაა "აჭარა ტექსტილი". დღის განმავლობადი 1000-მდე ვაქცინა ადმინისტრირდება, ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია", - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. ამერიკის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია. აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება. საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა მოქალაქეებს 16 წლიდან შეეძლებათ.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)