14:44 - 14 Nov, 2026
|
2021-07-18 19:20:09, 1303 ნახვა
რეგიონი
2021 წლის შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 15 360 000 ლარს შეადგენს
2021 წლის შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 15 360 000 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტში პროექტები ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, ბარათაულისა და წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას.
დასრულდა სოფელ წყალსაყრის ამბულატორიის რეაბილიტაცია;
გრძელდება წყალსაყრის სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია;
დაგეგმილია ახალი საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების მშენებლობა;
10-მდე ლოკაციაზე განხორციელდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები;
სოფელ ინწკირვეთში, ნაღვარევსა და მთა შედრეკილში მოეწყობა სასმელი წყლის ახალი ქსელი;
სოფელ ბრილში დაგეგმილია წყლის გამანაწილებელი რეზერუარისა და სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის მშენებლობა;
აშენდა ახალი მოსაცდელი ნაღვარევში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხაბელაშვილები-თაგინურის მოსაცდელებს;
ბარათაულის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა;
ბარათაულის თემის სოფლებში არსებულ მოსაცდელებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია;
აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები;
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება, ტურისტული მნიშვნელობის, ხიჭაური-ნაღვარევის ადგილობრვი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1800 მ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შეიმუშავა ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 10 მლ ლარი დაიხარჯება. ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა წისქვილების სოფელი;
დაწყებულია გომარდულის განვითარების მასშტაბური პროექტი. საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადდა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა აჭარაში, რომელიც გომარდულის განვითარებას მოიცავს. წელს იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა;
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მალე გაიხსნება კერამიკული სახელოსნო ბრილში.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გაიზარდა როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამების მიმართულება და შეადგენს 2 194 170 ლარს. ხორციელდება 14 ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 820 760 ლარს.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


2021 წლის შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 15 360 000 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტში პროექტები ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, ბარათაულისა და წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას.
დასრულდა სოფელ წყალსაყრის ამბულატორიის რეაბილიტაცია;
გრძელდება წყალსაყრის სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია;
დაგეგმილია ახალი საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების მშენებლობა;
10-მდე ლოკაციაზე განხორციელდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები;
სოფელ ინწკირვეთში, ნაღვარევსა და მთა შედრეკილში მოეწყობა სასმელი წყლის ახალი ქსელი;
სოფელ ბრილში დაგეგმილია წყლის გამანაწილებელი რეზერუარისა და სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის მშენებლობა;
აშენდა ახალი მოსაცდელი ნაღვარევში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხაბელაშვილები-თაგინურის მოსაცდელებს;
ბარათაულის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა;
ბარათაულის თემის სოფლებში არსებულ მოსაცდელებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია;
აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები;
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება, ტურისტული მნიშვნელობის, ხიჭაური-ნაღვარევის ადგილობრვი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1800 მ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შეიმუშავა ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 10 მლ ლარი დაიხარჯება. ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა წისქვილების სოფელი;
დაწყებულია გომარდულის განვითარების მასშტაბური პროექტი. საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადდა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა აჭარაში, რომელიც გომარდულის განვითარებას მოიცავს. წელს იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა;
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მალე გაიხსნება კერამიკული სახელოსნო ბრილში.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გაიზარდა როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამების მიმართულება და შეადგენს 2 194 170 ლარს. ხორციელდება 14 ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 820 760 ლარს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)