|
2021-06-23 11:34:38, 1060 ნახვა
რეგიონი
სოფელ ქვეშის საჯარო სკოლას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და საკანალიზაციო ქსელის ბიოლოგიური გამწმენდი სისტემა დამონტაჟდა. შენობაში ასევე გათბობის სისტემა, სკოლის ეზოში კი სპორტული მოედანიც მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს. სოფელი ქვეშის საჯარო სკოლის შენობას რეაბილიტაცია პირველად უტარდება. სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. ქვეშის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, რეაბილიტაცია ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის შენობაშიც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ფონდმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეთში 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა ააშენა. ”დღეს სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვინახულეთ. სკოლას კაპიტალური რეაბილიტაცია პირველად უტარდება, ეს ისტორიული პროექტი ოქტომბერში დასრულდება და მისი სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში შენობაში ასევე გათბობის სიტემა დამონტაჟდება და ეზოში სპორტული მოედანიც მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ქვეშის გარდა წელს რეაბილიტაცია ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლაშიც მიმდინარეობს. მოხარული ვარ, რომ მალე ჩვენი მოსწავლეები ევროპული სტანდარტების მქონე, თანამედროვე სკოლებში გააგრძელებენ სწავლას“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)