|
2021-06-05 14:01:52, 664 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტურისტული სექტორის წარომადგენლებთან შეხვედრები მიმდინარეობს
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად პირველი შეხვედრა ბათუმში გამართა, სადაც კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები გააცნეს. შეხვედრაზე აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი ვებგვერდის serviceajara.ge პრეზენტაციაც გაიმართა, რომელზეც მსურველებს დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ყველა ტრენინგზე, სემინარსა თუ მასტერკლასზე დარეგისტირება ონლაინ შეეძლებათ. გვერდზე ერთადაა თავმოყრილი კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები, ასევე ვიდეოგაკვეთილები, სახელმძღვანელოები თუ სატრენინგო მასალები, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით წლების განმავლობაში მოამზადა. „აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება. ჩვენ გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ და შევახსენოთ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს მაქსიმალურად დაიცვან კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები, რათა შევძლოთ რეგიონში უსაფრთხოდ ტურისტების მიღება. ჩვენ შეხვედრები ბათუმიდან დავიწყეთ და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ვგეგმათ საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვების ობიექტების, სასტუმროებისა თუ ღვინის მარნების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრას. მათ საშუალება ექნებათ შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლებისგან ყველა კითხვაზე მიიღონ კომპეტენტური პასუხი და მაქსიმალურად მოემზადონ სეზონისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი ახალი ვებგვერდიც, სადაც დაინტერესებულ პირებს ყველა მათთვის საჭირო ინფორმაციის, რეგულაციის, სტანდარტისა თუ ტრენინგის ნახვა შეუძლიათ. ეს გაამარტივებს მათ ჩართულობას რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ყველა პროექტსა და მიმდინარე ტრენინგებში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბათუმში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტებისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)