15:36 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 23:04:01, 972 ნახვა

რეგიონი
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ექიმ-გინეკოლოგს მადლობის სიგელი გადასცა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ღვაწლმოსილ ექიმ-გინეკოლოგს, ციალა სიხარულიძეს მადლობის სიგელი გადასცა.

ციალა სიხარულიძე აჭარის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 45 წლის განმავლობაში საქმიანობდა. ის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული საქმიანობისათვის, თითოეული ექიმი და სამედიცინო მუშაკი ფასდაუდებელია ჩვენთვის“, - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ციალა სიხარულიძის აქტიური პროფესიული საქმიანობის დარულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, მარი ზანაქიძე და ზურაბ თენიეშვილი, ასევე კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კოლეგები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics