|
2021-05-11 15:54:33, 926 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მერმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოდგილემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოდგილე ზვიად ჭუნაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. ქალაქ ბოლნისში ფარნავაზ მეფისა და რუსთაველის ქუჩებზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს, ქუჩებზე ასევე ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაციაც განხორციელდება. ქვაფენილის დაგება, ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზეც. ზვიად ჭუნაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, მონიტორინგის ფარგლებში, ასევე სოფელ ბალიჭში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულეს. სოფელში ასფალტის გზის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოების სრული ღირებულება 2 398 086 ლარს შეადგენს. 2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 385 353 ლარის ღირებულების 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდება, მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროექტებში 247 647 ლარია. “მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გახლავთ როგორც უშუალოდ ქალაქში, ასევე სოფლად. დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ერთად მოვინახულე ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. წელს აღნიშნული ფონდი 8 პროექტს აფინანსებს, რისთვისაც 4 მილიონ 400 ათას ლარამდე დაიხარჯება. ამას გარდა, წელსვე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)