|
2021-04-29 23:23:10, 1229 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია CENN-ის ორგანიზებით, კასპი-მეტეხის დამაკავშირებელი გზის ორივე მხარის გამწვანების აქცია მოეწყო
კასპის მუნიცუპალიტეტში ორგანიზაცია CENN-ის ორგანიზებით, კასპი-მეტეხის დამაკავშირებელი გზის ორივე მხარის გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში შეიქმნა ალვის ხეების ქარსაცავი ზოლი. 200 ძირი ალვის ხე სოფელ ძევერაში არსებულმა სანერგე მეურნეობა „პოპულუსმა“ ქ. გორის მე-12 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკომეგობრებს“ გადასცა საჩუქრად, რომელიც სკოლამ კასპის მუნიციპალიტეტის მერიას უსაჩუქრა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო კასპის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბის „მწვანე ელჩები“-ს და გორის მე-12 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ეკომეგობრები“- ს წევრებმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა. ქარსაცავი ზოლის გაშენების სამუშაო პროცესებში პასუხისმგებლობა ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის სამსახურმა აიღო, რომელმაც აქციის დასრულებისთანავე მორწყა დარგული ნერეგები. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელიც თვითონაც მონაწილეობდა აქციაში მადლობა გადაუხადა CENN-ს და აქციის ყველა მონაწილეს. აღნიშნულ გარემოსდაცვით აქტივობას ორგანიზება ორგანიზაცია CENN-ის შიდა ქართლის კოორდინატრმა ირმა კიტრიაშვილმა გაუწია.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)