|
2021-04-24 12:54:57, 1041 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლში, სოფელ თორტიზაში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში, ახალი სამაცივრო მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა და USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა გახსნეს. „სოფლის მეურნეობის ერთიან ღირებულებათა ჯაჭვში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს პროდუქცია შეინახოს ისე, რომ მაღალი ხარისხი შეინაჩუნოს და საჭირო დროს მიაწოდოს ბაზარს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, რეგიონში ახალი საწარმოების შექმნა მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. „სოფელ თორტიზაში ახალი სამაცივრე მეურნეობა არის USAID-ის, საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგი. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავს პროგრამებზე მუშაობას და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას“, -განაცხადა USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა. ფერმერმა ზურაბ მერებაშვილმა სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად, ჯამურად, 380,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. USAID-ის „სოფლის მეურნეობის პროგრამის“ დახმარებით, ფერმერმა 480 კვადრატულ მეტრ ფართობზე ცივი შენახვის საწყობი მოაწყო. სამაცივრო მეურნეობაში 300 ტონას პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვალისწინებულია ადგილობრივ ბაზარზე. მეურნეობაში მუდმივად 5, სეზონურად კი, 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტით 80 –მდე მცირე ფერმერი ისარგებლებს. ზურაბ მერებაშვილი სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიცაა. ფერმერმა, 2016 და 2020 წლებში, 5 ჰექტარზე ვაშლის, ბლისა და მსხლის ბაღების გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 51,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 45,000 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 6,000 ლარზე მეტი, წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. ფერმერი „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის დაბინავებას სამაცივრო მეურნეობაში ახდენს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 165 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 1,645 სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 25,700,000 ლარზე მეტია.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)