|
2021-01-14 09:38:07, 757 ნახვა
პოლიტიკა
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ჰერალდიკის საბჭო ავრცელებს. „ჩვენ დროშასთან მივდივართ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე სადღესასწაულო და ამავე დროს ყველაზე სამწუხარო დღეებში; მაგრამ დროშის დღე არის მისთვის ღირსი პატივის მიგების დღე. დროშისთვის, რომელიც აღმართულია ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე, ოკუპანტების პირისპირ, ჩვენს თავდაცვის ძალებში, სახელმწიფო დაწესებულებებზე და ამაყად წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ ერთიანობას, ძლიერებას, შეუვალობას, საქართველოს გეზს, როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების. თითქოს პატარა ხუთჯვრიანი ნაჭერი, სინამდვილეში ჩვენი წინაპრების ანაბეჭდების, მათი სულისკვეთების მატარებელია, რომელიც გადმოგვეცა და რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ეროვნული თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის სიმბოლო საუკუნეთა სიღრმეებიდან იღებს სათავეს და დღესაც განასახირებს საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სულიერ ღირებულებებს. სახელმწიფოებრიობის აღდგენის პირველივე დღეებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა მიუხედავად იმ გმირული სისხლისა, რომელიც ატყვია მის სპეტაკ ველს, ისევ ფრიალებს და წინ მიუძღვება ქვეყანას უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი მომავლისაკენ. 14 იანვარი არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მეომრებს, გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, თავისუფალი სულის და ღირსების მქონე ადამიანებს და დავანახოთ მათ შთამომავლობას, რომ დროშა, რომელსაც ისინი ემსახურნენ, რომლისთვის მათ სიცოცხლე გაიღეს დღესაც აღმართულია ამაყად. დღეს ჩვენი ჯერია მისი აღმართვის, დღეს ჩვენ ვქმით ამ დროშას და სამშობლოს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)