|
2021-01-11 16:56:58, 946 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - მიდის დროის ათვლა, რათა ივანიშვილის გარემოცვა გონს მოვიდეს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს
ეს არის მორიგი უტიფარი სისულელე, რომელსაც არავინ არ მიიღებს ადეკვატურად, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან ოპოზიციას მოუწოდა შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისის მუშაობაში არჩევნების შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ახლა მიდის დროის ათვლა, თუ როდის მოვა გონს ივანიშვილი და მისი გარემოცვა და მიხვდება, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია. „ეს უტიფარი სისულელე უკვე მერამდენედ გვესმის, ამას არავინ არ ჭამს, ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები, ან პლებისციტი, კონკრეტული თარიღით და კითხვით ჩვენი მოქალაქეებისადმი და ამ ყველაფრის პარალელურად უნდა მოხდეს პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციისა და წესების ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს და ბუნებრივია, ეს ყველამ იცის და ჩვენ დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს მკაფიოდ, რომ ჩაყრით, ხმის კონტროლით და კარუსელით მოხდა ძირითადად არჩევნების გაყალბება და ამას უშველის მხოლოდ ახალი არჩევნები, სხვა ინსტრუმენტი აქ არ არსებობს, რომ ვიღაცამ დაწეროს ახალი ციფრები, ასეთი რამ არ არსებობს. თვითონ ცესკოს ფორმალურად ოფიციალური მონაცემებია მთავარი მტკიცებულება, თუ რამხელა ნახტომი მოხდა ჩაყრილი უბნების რაოდენობაში და ხმის კონტროლის, კარუსელით გაკეთებული უბნების რაოდენობაში წინა, ცუდი არჩევნებიდან. ასჯერ მეტია ჩაყრილი უბნები და 4-ჯერ მეტია ხმის კარუსელები და მასშტაბის მეტნაკლებად გამოთვლაც შეიძლება, თუ რა მასშტაბის ხმებზე მოახდნა მან გავლენა. ეს ყველაფერი დამთავრებული ამბავია, ეხლა უბრალოდ დროის ათვლა მიდის, თუ როდის მოვა გონს ივანიშვილი და მისი მთელი ეს გარემოცვა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნონ, როგორც ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან. ყველაზე მკაფიო მტკიცებულება, ოღონდ ირიბი, სამართლებრივი თვალსაზრისით არის ყველა ის ფაქტი, სადაც ვიდეო მტკიცებულებაც კი არსებობს ჩაყრის და რომელზეც არათუ გამოძიება არ არის დაწყებული და ვინმე დაკავებული არ არის , არამედ ის შედეგებიც ჩათვლილია. ეს არის სიმპტომი იმის, როდესაც სისტემური გაყალბება ხდება“, - განაცხადა ბოკერიამ.
აშშ უცხოელი სტუდენტების, ჟურნალისტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სავიზო პირობებს ამკაცრებს
ირაკლი ფავლენიშვილი - რიყის თეატრის ნგრევას საფუძვლად უდევს პირადი შურისძიება
Axios: 60-ზე მეტმა ამერიკელმა სენატორმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს
ჩინეთი უარყოფს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)