17:16 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 12:26:19, 611 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - ივანიშვილმა როგორც ხარმა, ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა

„ივანიშვილმა როგორც ხარმა, ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა.

„ქართველმა ხალხმა არჩევნებზე, ვირთხის წელიწადს გამოუტანა წირვა ბიძინა ივანიშვილს, მან იჭირვეულა და ახლა უკვე, ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა. მაგრამ არსი არ შეცვლილა. ის დამარცხდა ამ არჩევნებზე როგორც ვირთხა და შემდეგ მიისაკუთრა ძალაუფლება. ამიტომ დღევანდელი წერილი არსებითად არაფერს არ ცვლის იმ გაგებით ,რომ მე შორს ვარ იმ კონსპირაციისგან, რომ დავიწყო ბიძინა ივანიშვილი თავს გვაჩვენებს თუ მართლა მიდის, სანამ მორიგი მთავარი პროკურორი მის მისაღებში იდგება სქელი საქაღალდით ვინ გამოუშვან და ვინ დაიჭირონ, ძალაუფლება ივანიშვილის ხელში იქნება. ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics