16:53 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 09:29:39, 590 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.

თავმჯდომარის არჩევნები ელექტრონული კენჭისყრით მიმდინარეობს, რომელიც 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.

პარტიის თავმჯდომარედ ორი კანდიდატია წარდგენილი - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.

ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს. ყალბი გვერდები და ე.წ. ბოტები ვერ მიიღებენ დასტურს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics