16:53 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 15:29:12, 673 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით

„ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით. ეს ის გუნდია, რომელიც მთავრობის პროგრამის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას  შემდეგი 4 წლის განმავლობაში. წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მოიცავს ქვეყნის ყველა ასპექტს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეონის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამაში აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებასა და განვითარებაზე, რათა, პოსტპანდემიურ პერიოდში, პანდემიით გამოწვეული კრიზისი სწრაფად დავძლიოთ; ყურადღება დაეთმო სოციალურ ასპექტს, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფას, რაც პირდაპირ ბმაშია ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან. აქცენტი გაკეთდა ადამიანების შესაძლებლობების რეალიზებაზე, იმისათვის, რომ შევქმნათ ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა  და დაწყებული რეფორმები, რომლებიც, ქვეყანაში ადამიანის თავისუფლების კუთხით ხორციელდება, გაგრძელდეს. გაკეთდა აქცენტები საერთაშორისო ურთიერთობებზე, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით; ასევე, უსაფრთხოების საკითხებზე და გარემოს დაცვაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics