|
2020-12-23 15:37:45, 677 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - პოლიტიკურმა სპექტრმა გადაწყვიტა, რომ არ ახდენს არჩევნების ლეგიტიმაციას, ორ ან სამ ადამიანზე ლაპარაკი არ არის
პოლიტიკურმა სპექტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ახდენს არჩევნების ლეგიტიმაციას, ორ ან სამ ადამიანზე არ არის ლაპარაკი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრს ჰქონდა მყარი პოზიცია. „ერთ, ორ ან სამ ადამიანზე ხომ არ არის ლაპარაკი. ეს ამბავი უკვე გაფორმდა, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობამ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრს ჰქონდა მყარი პოზიცია, რადგან მთელი პოლიტიკური სპექტრის დელეგიტიმაცია სახიფათოა დემოკრატიისთვის არამარტო დღეს და ხვალ, არამედ გრძელვადიან პერიოდში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)