|
2020-12-20 18:21:11, 528 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - თვალს ვადევნებ მედიაში ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე, როგორ უნდა დაკარგოთ ასე სახე?
"თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე, ზოგიერთებმა ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ", - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ბავშვების ფოტოების მოფრიალე საზოგადოებას სირცხვილის გრძნობა არ აქვს. "რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას. ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით "გაამძაფროთ" ყალბი ინფორმაცია?!. ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ - წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ", - აცხადებს კახა კალაძე. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ სამგორში, აფრიკის დასახლებაში არსებული უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟი დაიწყო და ადგილობრივებს მსგავსი ნაგებობების საკუთარი ხელით აღებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)