01:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 16:46:19, 693 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ნატოსთან ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება

„ნატოსთან ურთიერთობები  დინამიურად, წარმატებულად ვითარდება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საჭიროა აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა იმისათვის, რომ საზოგადოებამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონკრეტული პოზიტიური შედეგები დაინახოს.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან. ვისაუბრეთ ზოგადად ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომლის იმპლემენტაციის პროცესიც უკვე დაწყებულია. ჩვენი აპარატი მუშაობს ნატოს შტაბ-ბინასთან ყოველდღიურ რეჟიმში იმისათვის, რომ შედგეს სამოქმედო გეგმა და დამთავრდეს სამოქმედო გეგმის კონკრეტული ინიციატივების განხორციელების კუთხით მუშაობა. განისაზღვროს თითოეული ინიციატივის განხორციელების დრო და პირობები. ვფიქრობთ, ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტად ნათელი წარმოდგენა გვექნება მას შემდეგ, რაც   თებერვლის დასაწყისში მინისტერიალი ჩატარდება. ასე რომ, ნატოსთან ურთიერთობები  დინამიურად, წარმატებულად ვითარდება, რამდენადაც უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი დაწყებულია. ამ რეჟიმში აქტიურად  უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ საზოგადოებამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის  კონკრეტული პოზიტიური შედეგები დაინახოს და რაც მთავარია, ეს  საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე აისახოს“, - განაცხადა  მინდია ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics