|
2020-12-08 13:59:17, 442 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - მარაზმია და ძალიან არ მომწონს, რომ საზოგადოებას ვერ ვეუბნებით, რაზე მიდის დეტალურად საუბარი
„მარაზმია და ძალიან არ მომწონს, რომ საზოგადოებას ვერ ვეუბნებით რაზე მიდის დეტალურად საუბარი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან განცხადებები პროგრესთან დაკაშირებით, შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციისა და სისტემის დეტალებს. „მარაზმია და ძალიან არ მომწონს, რომ საზოგადოებას ვერ ვეუბნებით რაზე მიდის დეტალურად საუბარი. სამწუხაროდ, ასეთია მოლაპარაკებების სპეციფიკა. ოღონდ, ვერავინ აგვიკრძალავს, ჩვენს ამომრჩეველს აღვუწეროთ სიტუაცია. ოპოზიციურმა პარტიებმა ვთქვით, რომ არ შევდივართ, რადგან არჩევნები გაყალბდა. შემდეგ წარვადგინეთ სამი მოთხოვნა - პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო სისტემა. ქოცებმა ელჩებს უთხრეს, რომ არ განიხილავენ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, ჟვანიას მოხსნას, მაგრამ მზად არიან შეცვალონ რაღაც წესები 2021 ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს წესების შეცვლა ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ ცალკე თუ ავიღებთ, მეორეხარისხოვანია. თუმცა, რადგანაც სხვები გულგრილი არ იყვნენ ამ იდეების მიმართ, და რადგანაც თუ არჩევნები ტარდება, ამ შეცვლილი წესებით უნდა ჩატარდეს, ქოცებს მივეცით დააფდეითებული დოკუმენტი. ანუ, ისევ 3 მოთხოვნა. 1. პოლიტპატიმრები. 2. არჩევნები. 3. საარჩევნო წესები, აქვე 2021-ის დეტალებით. ეს დოკუმენტი ფორმულამ გაავრცელა. ისევ ჩვენ დაგვაბრალეს უსამართლოდ, რომ ჩვენ დავლიკეთ. ამ დროს არაფერ შუაში ვართ. დალიკვა რომ გვდომოდა, ფორმულას არ მივცემდით. ისეთს მივცემდით, ვინც ჩვენთან ნაკლებად აფილირდება. ისიც ვიცით, ვინ მისცა, მაგრამ ახლა არ აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)