|
2020-11-12 16:28:23, 727 ნახვა
სამართალი
2010 წელს აჭარაში არსებული მიწის ნაკვეთების მასობრივი ჩამორთმევის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა
2020 წლის 12 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საქმეებზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“; „კვირიკაძე-მახარაძე საქართველოს წინააღმდეგ“; „ირემაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები ამორიცხა სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან დავის ეროვნულ დონეზე გადაწყვეტის გამო. 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, რომლის მიზანს წარმოადგენდა კერძო პირების მიერ მიწის მართლზომიერი მფლობელობის, მართლზომიერი სარგებლობისა და თვითნებური დაკავების შემთხვევებში საკუთრების უფლების ოფიციალური აღიარება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. კანონის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – კომისია („საკუთრების აღიარების კომისია“). ზემოხსენებული კანონის საფუძველზე, 2007-2008 წლებში ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღიარა მომჩივნების საკუთრების უფლება მათ მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე, თუმცა, 2010 წელს ამავე კომისიამ გადასინჯა ეს გადაწყვეტილება და 3 დეკემბერს მიწის ნაკვეთებზე მომჩივნების საკუთრების უფლების რეგისტრაცია გააუქმა. მომჩივნებმა საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება ეროვნულ სასამართლოებში გაასაჩივრეს, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. ზემოაღნიშნული საქმეების მომჩივნების დავა ევროპული სასამართლოს წინაშე შეეხებოდა მათთვის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების გამო კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევას. ზემოთ მითითებულ პერიოდში მიწის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რის შედეგადაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 26 პირის მიერ წარდგენილ იქნა 21 ინდივიდუალური საჩივარი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უამრავ მოქალაქეს, სხვებს შორის, ზემოხსენებულ სამ მომჩივანს, დაუსაბუთებლად ჩამოერთვა საკუთრების უფლება, 2017 წლიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ინდივიდუალურად საკუთრების უფლების გაუქმების საკითხის შესწავლა თითოეული პირის მიმართ. დასახელებულმა კომისიამ მნიშვნელოვანი შრომა გასწია, რათა აღედგინა საქართველოს არაერთი მოქალაქის დარღვეული უფლება. კერძოდ, 2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე ბათუმის კომისიის მიერ განხილულია 165 საქმე საკუთრების უფლების მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით, რომელთაგან დაკმაყოფილდა 140 განცხადება. მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღნიშნული კომისიის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, სამივე მომჩივანს – ოთარ შავაძეს, ენვერ ირემაძესა და შორენა კვირიკაძე-მახარაძეს – ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში დაუბრუნდათ საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოტანილ განჩინებაში დადგენილად მიიჩნია მომჩივანთათვის საკუთრების უფლების აღდგენის ფაქტი და განაცხადა, რომ ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მომჩივნები აწარმოებდნენ დავას სტრასბურგის სასამართლოში, აღარ არსებობს. შესაბამისად, ზემოხსენებული ინდივიდუალური საჩივრები ამოირიცხა სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე როგორც ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილი დავა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)