22:40 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 06:39:57, 1224 ნახვა

მსოფლიო
სომხეთში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს - ვიდეო

სომხეთში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს.  მათთვის წინააღმდეგობის გაწევა დაცვის მცირე ჯგუფმა სცადა, თუმცა უშედეგოდ. დემონსტრანტებმა დაიკავეს პარლამენტის ტრიბუნა და მოითხოვეს ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლება.
კაპიტულაციის მოწინააღმდეგეებმა, ერევანში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს სცემეს. აქციის მონაწილეები, მირზოიანის ავტომობილს თავს დაესხნენ, ასევე სცემეს მისი დაცვის წარმომადგენლებს და მირზოიანი მანქანიდან გადმოათრიეს, და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აქციაზე შეკრებილების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა.
როგორც ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, დემონსტრანტებმა მთავრობის სახლში ავეჯი დაამტვრიეს, ასევე ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი დააზიანეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალიევის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ფაშინიანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პუტინის მიერ ხელმოწერილია შეთანხმება, სადაც ნათქვამია, რომ ცეცხლი სრულად წყდება და სრულდება ყველა საბრძოლო მოქმედება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics