21:54 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 13:45:36, 468 ნახვა

მსოფლიო
რამდენიმე შტატში ჯერ ისევ ხმებს ითვლიან

დემოკრატი ჯო ბაიდენი არიზონას იგებს. არიზონა "წითელ" შტატად მიიჩნევა, რომელიც წლების განმავლობაში რესპუბლიკელ პრეზიდენტს უჭერს მხარს.

ახლა მთელი ყურადღება ხუთ შტატზეა მიმართული. ხმების დათვლას ელოდებიან ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიაში, მიჩიგანსა და ვისკონსინში. ყველა ამ შტატზე მცირე სხვაობით ტრამპი ბაიდენს უსწრებს.

უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ფლორიდის შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და შესაბამისად, საარჩევნო კოლეგიაში დამატებით 29 ხმა მიიღო. მას ახლა 213 ხმა აქვს. ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა მინესოტას შტატში, საიდანაც 10 ხმა მიიღო და ახლა 225 ხმით ლიდერობს.

თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დათვლილი ხმები გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მერყევ შტატებში. მათ უმეტესობაში, ამ დროის მონაცემებით, დონალდ ტრამპი ლიდერობს. წინასწარი შედეგები კი ასეთია:

არიზონა - ბაიდენი 52.4%, ტრამპი 46.3%

ნევადა - ბაიდენი 50.3%, ტრამპი 47.6%

ვისკონსინი - ტრამპი 51.3%, ბაიდენი 47.2%

მიჩიგანი - ტრამპი 53.4%, ბაიდენი 45%

პენსილვანია - ტრამპი 56.1%, ბაიდენი 42.7%

ჩრდილოეთ კაროლინა - ტრამპი 50.1%, ბაიდენი 48.7%

ჯორჯია - ტრამპი 50.7%, ბაიდენი 48.1%

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შტატში, მათ შორის ვისკონსინსა და პენსილვანიაში ფოსტით მიცემული ხმების დათვლა ჯერ არ დაწყებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics