18:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 14:28:02, 603 ნახვა

მსოფლიო
გერმანია გაერთიანებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

გერმანია გაერთიანებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„ევრონიუსის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო დღესასწაულების აღნიშვნა შეფერხებულია.

ქვეყნის გაერთიანება 1990 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც აღმოსავლეთ გერმანია შეუერთდა დასავლეთ გერმანიას და ბერლინი ისევ ერთიანი ქალაქი და გაერთიანებული სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა, როგორც ეს ქვეყნის კონსტიტუციის 23-ე პარაგრაფში იყო გათვალისწინებული.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანამ 30 წლის მანძილძე საკმაოდ ბევრს მიაღწია.

„ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, მნიშვნელოვნად შევამცირეთ განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის საცხოვრებელ პირობებებთან მიმართებაში, თუმცა სტრუქტურული განსხვავებები კვლავ რჩება“, - განაცხადა მერკელმა.

ამასთან, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში წერს, „თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებზე დაყრდნობით, გერმანიის გაერთიანებამ გზა გაუხსნა ევროკავშირის გაფართოებას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics