2020-10-03 12:24:20, 608 ნახვა
მსოფლიო
სახელმწიფო კლავს - რუსეთში ჟურნალისტმა შსს-ს შენობის წინ თავი დაიწვა
რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში გამოცემა Koza Press-ის მთავარმა რედაქტორმა ირინა სლავინამ შსს-ს ადგილობრივ სამმართველოსთან თავი დაიწვა. ჟურნალისტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოცემა „ნოვაია“ თვითმკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს.
ორ ოქტომბერს, საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე ირინა სლავინამ დაწერა პოსტი, რომელიც ერთი წინადადებისგან შედგებოდა: „ჩემს სიკვდილში მოვითხოვ, რომ მხოლოდ რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულოთ“. 15:30 წუთზე შსს-ში შევიდა ზარი შენობასთან თავის დაწვის მცდელობის შესახებ. სამაშველო ბრიგადის მისვლისთანავე, სლავინა უკვე გარდაცვლილი იპოვეს.
ვიდეოში, რომელიც „ტელეგრამზე“ გავრცელდა, ჩანს, რომ ჟურნალისტი თავს შენობის წინ, სკამზე იწვავს. გამვლელი მის გადარჩენას ცდილობს, თუმცა ის უარზეა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან